საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები .დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხი უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის .ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ. წ II ათასწლეულის ბოლოს შეიქმნა , მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს .
ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა .ძვ. წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ , კოლხეთის სამეფო იგი მთლიანად აერთიანებდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას . ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო . სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზის სახელს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა .
ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო , ქართლი სამეფო ჯერ რომის ვასალი ხოლო მისი და დასტუების შემდეგ , სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა . დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა :
ლაზების , აფშილების , აბაზგების და სანიგების . განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო , რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმმნა ახალი სახელმწიფო ლაზიკა .
No comments:
Post a Comment